ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი „ტენერიფე“ მერვე ტურში „ბურგოსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს ანგარიშით 85:82 სძლია.
ქართველმა ცენტრმა საოცარი მატჩი ჩაატარა. შერმადინმა პარკეტზე გატარებულ 27:57 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა. შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინის კლუბმა ბოლო მეოთხედი 9 ქულით წააგო, თუმცა მეორე და მესამე მეოთხედებში მოპოვებული უპირატესობა გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში „ხუვენტუდ ბადალონას“ შეხვდება. სატურნირო ცხრილში „ტენერიფე“ მე-4 ადგილზეა.