საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ესპანურმა გუნდმა სტუმრად გერმანიაში „ბროზე ბამბერგს“ დაუპირისპირდა და 2 ქულის სხვაობით 98-96 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი კი კვლავ საუკეთესო იყო. შერმადინმა მოედანზე 33:33 წუთი გაატარა და 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. გიორგიმ 10-დან 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 22 ერთეული შეადგინა, რაც „ტენერიფეში“ საუკეთესო შედეგი იყო.
„იბეროსტარ ტენერიფემ“ ჯგუფური ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში გავიდა.