შერმადინი კვლავ საუკეთესო იყო - „ტენერიფემ“ მეცხრე მატჩი მოიგო (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „ტენერიფე იბეროსტარმა“. კუნძულელებმა სტუმრად „მანრესა“ დაამარცხეს – 88:80. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, რომელიც ოქტომბრის MVP-ის ტიტულის მფლობელია.
შერმადინმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა. მოედანზე გატარებულ 27 წუთში ქართველმა ლეგიონერმა 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 გადაცემა მიითვალა. შერმადინი 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 3-ჯერ დაკარგა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ და ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
8 მოგებითა და 1 მარცხით „ტენერიფე იბეროსტარი“ ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ 10-დან 10 მოგების მქონე „ბარსელონას“ ჩამორჩება. ესპანური ლიგის მორიგ მატჩს ტენერიფელები 22 ნოემბერს, „ვალენსიასთან“ სტუმრად ჩაატარებენ.