შერმადინი ესპანეთში მე-19 ტურის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატშიც ხშირად იცვლება მატჩების თარიღი.
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მე-19 ტურში ბასკეთში ითამაშა და „გიპუსკოასთან“ 87:89 დამარცხდა. ამ ტურის გადადებული მატჩები ორიოდე დღის წინ გაიმართა და გაირკვა, რომ საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა.
„შერმადინმა მატჩი 28 ქულით დაასრულა, 15 მცდელობიდან 13 ორქულიანი(!) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან მის ანგარიშზე 6 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემაა.
მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (+33) 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ტურში ყველა კალათბურთელზე მაღლა იდგა,“ – ვკითხულობთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე.