მალაგის „უნიკახას“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, ამერიკელ დომინიკ სატონთან ერთად, ესპანურ „ა-სე-ბე ლიგაში“ (ACB League) თებერვლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.
„უნიკახამ“ ჩემპიონატის მე-19 და მე-20 ტურებში, „რეალი“ და „მანრესა“ დაამარცხა, გიორგი შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი კი ორივე მატჩში 27-ს შეადგენდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი გასულ ორ ტურში მხოლოდ „სან-პაბლო ბურგოსის“ ამერიკელ ლეგიონერს ჰქონდა. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც გიორგი შერმადინს ესპანეთში თვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ასახელებენ.