შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშეა.
აღნიშნული ტურის მატჩი „ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა გასული წლის 20 ნოემბერს ითამაშა და „გრან კანარიას“ დამარცხებაში ლომის წილი დაიდო – 20 ქულა, 10 მოხსნა და სარგებლიანობის 41 კოეფიციენტი. იმ ტურში ერთი მატჩი („ბრეგანი“-„ხუვენტუდი“) გადაიდო და ლამის 2-თვიანი დაგვიანებით, 16 იანვარს გაიმართა. ცხადია, შერმადინის შედეგი ვერავინ გადაფარა და ქართველი ცენტრი დამსახურებულად გახდა მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშე.
ეს შერმადინის პირველი ტურის MVP-ის ტიტულია მიმდინარე სეზონში. ამ მხრივ ლიდერები ჯანან მუსა, მიკოლა მიროტიჩი და კლევინ ჰანა არიან, რომლებსაც 2-2-ჯერ აქვთ MVP-ის ტიტული მოგებული.