„შერიფის“ მწვრთნელი „საბურთალოსთან“ მატჩზე - ვერ ვიტყვი, რომ „საბურთალო“ ვერ დავაფასეთ
„შერიფის“ მწვრთნელი „საბურთალოსთან“ მატჩზე - ვერ ვიტყვი, რომ „საბურთალო“ ვერ დავაფასეთ

ტირასპოლის „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე „საბურთალოსთან“ განმეორებით შეხვედრაზე ილაპარაკა.

„როდესაც „საბურთალოსთან“ ანგარიშით 0:3 დავმარცხდით, მეტოქის დონე კარგად გამოჩნდა და მივხვდით, „საბურთალო“ რა დონის გუნდი იყო. აქედან გამომდინარე ვიცით, მასთან სათამაშოდ როგორ უნდა მოვემზადოთ. თუმცა, ეს შემადგენლობა მხოლოდ ორი თვეა, რაც შეიკრიბა და შეთამაშების პრობლემაც გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ „საბურთალო“ პირველ მატჩში ვერ შევაფასეთ. მეტოქე შესანიშნავად გავაანალიზეთ, მაგრამ ტირასპოლში არაფერი გამოგვივიდა, თითქმის ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ და მოედანზე მეორე ნომერი ვიყავით“, – ამბობს ზორან ზეკიჩი.

მისი თქმით, პირველი მატჩის ანგარიშით 0:3 წაგების მიუხედავად, ხვალ მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ.

„ფეხბურთსა და ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. ძნელი სათქმელია, ხვალინდელი შეხვედრა როგორი შედეგით დასრულდება, მაგრამ დადებითი შედეგის დაფიქსირება თუ გვსურს, პირველ თამაშთან შედარებით აუცილებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ“, – აღნიშნა ზორან ზეკიჩმა.

„საბურთალოსა“ და „შერიფის“ განმეორებითი მატჩი 16 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 21:30 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.