„შერიფის“ ბრაზილიელი მოთამაშე, რომელიც „საბურთალოს“ კარგად იცნობს - საქართველოში ბევრად უფრო ტექნიკური ფეხბურთია
„შერიფის“ ბრაზილიელი მოთამაშე, რომელიც „საბურთალოს“ კარგად იცნობს - საქართველოში ბევრად უფრო ტექნიკური ფეხბურთია

გორის „დილას“ ყოფილი ფორვარდი, ლეანდრო რიბეირო საქართველოს ისევ ესტუმრება – ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობს ტირასპოლის „შერიფში“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოს“ შეხვდება.

ლეანდრო რიბეირომშერიფის“ ვებგვერდთან ინტერვიუში ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ საქართველოში ჩემპიონობის მოპოვება უფრო რთულია.

„წილისყრის შედეგი ჩემთვის სიურპრიზი იყო. საქართველოში დროებით დავბრუნდები, თუმცა უკვე როგორც „შერიფის“ ფეხბურთელი და ეს ძალიან სასიამოვნო იქნება, რადგან გარკვეული დრო სწორედ ამ ქვეყანაში გავატარე. იმედია, იქ გამარჯვებას მივაღწევ. ისე, ზოგადად საქართველოში დაბრუნება – შესანიშნავია. „საბურთალოს“ წინააღმდეგ მითამაშია და ძალიან რთული მეტოქეა. საინტერესო თამაშები იქნება. ჩვენ მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ. თუმცა, ქართული ფეხბურთი ბევრად ტექნიკურია და იქ ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. საქართველოს ჩემპიონატში მეტი გუნდი ასპარეზობს. ტიტულის მოპოვება იქ უფრო რთულად მისაღწევია”, – ამბობს რიბეირო.