შერეული ორთაბრძოლების ბრაზილიელი მონაწილე მორიგი პაექრობის შემდეგ გარდაიცვალა
შერეული ორთაბრძოლების ბრაზილიელი მონაწილე მორიგი პაექრობის შემდეგ გარდაიცვალა

შერეული ორთაბრძოლების (MMA) მოყვარული მებრძოლი მატეუშ ფერნანდეში ბრაზილიის ქალაქ მანაუსში გამართული მატჩის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 22 წლის სპორტსმენმა ნოკაუტების სერია მიიღო ობედ პერეირასგან, რის შემდეგაც რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა.

ფერნანდეში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი სიცოცხლისთვის ორი საათი იბრძოდნენ, მაგრამ სპორტსმენს გული გაუჩერდა.

აღსანიშნავია, რომ ფერნანდეში სოციალურ პროექტში ვარჯიშობდა, რომელიც მიმართულია ნარკოტიკული დამოკიდებულების მქონე ადამიანების დახმარებაზე. ამ პროექტის კოორდინატორმა ვანდერლუს კანტურიასმა განაცხადა, რომ პერეირა გარდაიცვალა არა ნოკაუტების, არამედ ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო.