პოლონელი პაუერლიფტერი მარიუშ პუძიანოვსკი შერეული ორთაბრძოლების (MMA) წესებით გამართავს ბრძოლას ძალოსნობაში ოლიმპიურ ჩემპიონთან შიმონ კოლეცკისთან.
საბრძოლო ორგანიზაცია KSW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ლევანდოვსკიმ მომავალ ბრძოლას „ყველაზე მძლავრი“ უწოდა შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში.
პუძიანოვსკი ხუთჯერ იყო „მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანის“ ტიტულის მფლობელი. ის 2009 წლიდან იღებს მონაწილეობას MMA-ის ორთაბრძოლებში.
პეკინის ოლიმპიადაზე ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი კოლეცკი შერეულ ორთაბრძოლებში 2016 წელს გადავიდა.