შექმნილია „მაკრონთან“ კოლაბორაციით - ეროვნული ლიგისთვის ახალი ბურთი დაამზადეს #1TVSPORT
შექმნილია „მაკრონთან“ კოლაბორაციით - ეროვნული ლიგისთვის ახალი ბურთი დაამზადეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, ახალი სეზონიდან, რომელიც 25 თებერვალს იწყება, ეროვნული ლიგის მატჩებს საგანგებოდ საქართველოსთვის დამზადებული ბურთით ითამაშებენ.

„განახლებულ სეზონს ახალი და სპეციალურად ეროვნული ლიგისთვის შექმნილი ბურთით ვხვდებით! წარმოგიდგენთ „მაკრონთანკოლაბორაციის შედეგად შექმნილ სათამაშო ბურთს“, – წერია ეროვნული ლიგის გავრცელებულ ცნობაში.

ამავე დროს, სეზონის დაწყებასთან ერთად, ეროვნული ლიგის ფენტეზის 2023 წლის სეზონიც იწყება. მსურველებს უკვე შეუძლიათ ფეხბურთელების არჩევა და გუნდის დაკომპლექტება.

ეროვნული ლიგის ფენტეზიში მონაწილეობისთვის დარეგისტრირება ​ელიგის ოფიციალური გვერდაზეა ​შესაძლებელი.