შენგელიას შესანიშნავი დებიუტი - „ოფი კრეტამ“ ქართველის გოლით გასვლაზე „ვოლოსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
შენგელიას შესანიშნავი დებიუტი - „ოფი კრეტამ“ ქართველის გოლით გასვლაზე „ვოლოსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატში შესანიშნავი სადებიუტო თამაში ჩაატარა „ოფი კრეტაში“, რომელმაც გასვლაზე „ვოლოსი“ 3:1 დაამარცხა.

შენგელია გუნდს დაგვიანებით შეურთდა და სუპერლიგის მე-3 ტურამდე მხოლოდ ერთხელ, წინა ტურის შეხვედრაში მოხვდა გუნდის განაცხადში. ამჯერად კი ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო – 7,6 ქულა.

შენგელიამ თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა, 50-ე წუთზე „ვოლოსის“ კარი აიღო და გუნდის უპირატესობა გაზარდა. 10 წუთში სტუმართა უპირატესობა ფრანგმა თავდამსხმელმა, ენდრიუ იუნგმა გაზარდა, „ვოლოსმა“ კი მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა.

„ოფი კრეტამ“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, 3 ტურის შემდეგ 4 ქულა დააგროვა, და მე-6 ადგილზე დაწინაურდა.