შენგელიას რვა ქულა და „ბასკონიას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება ევროლიგაზე (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 21-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. მნიშვნელოვანი, რიგით მერვე მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ”. ვიტორიული გუნდი საკუთარ არენაზე „ხიმკის” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 83-79 დაამარცხა. უკანასკნელი მეოთხედის წინ ესპანური გუნდი ორ ქულას აგებდა. გადამწყვეტი 10 წუთიანი მონაკვეთი დუშკო ივანოვიჩის გუნდმა 22-16 მოიგო და საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

თორნიკემ შეხვედრა მშვენივრად დაიწყო, პირველ პერიოდში მის ანგარიშზე ექვსი ქულა იყო, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა რვა ქულით (4/2 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), ოთხი მოხსნით, ორი პასითა და ერთი ჩაჭრით დაასრულა.

„ბასკონია” მე-14 ადგილზეა და ევროლიგის მომდევნო ტურში, 30 იანვარს „ოლიმპიაკოსს” ესტუმრება.