შენგელიას პირველი მატჩი სერია A-ს მიმდინარე სეზონში - „ვირტუსმა“ „რეჯანა“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონში მეორე, იტალიის ჩემპიონატში კი პირველი მატჩი გამართა. იგი 24 აგვისტოს მიღებულ ტრავმას მკურნალობდა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს 4 ნოემბერს ევროლიგის მატჩში დაუბრუნდა. ამჯერად მისმა „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ კლუბ „რეჯანას“ უმასპინძლა და 79:65 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 15 წუთი, 5 ქულა, 3 მოხსნა.
იტალიის ჩემპიონატში „ვირტუსს“ ექვსიდან ექვსი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციაზე „ტორტონა“ და „მილანი“ არიან, რომლებსაც თითო მატჩი აქვთ წაგებული.