არადამაჯერებელ ასპარეზობას განაგრძობს თორნიკე შენგელიას „ბასკონია“. ვიტორიულმა გუნდმა მთავარი მწვრთნელი ველიმირ პერასოვიჩი დაითხოვა. ბასკონიელები ამჯერად სან პაბლოს „ბურგოსთან“ 74-82 დამარცხდნენ.
„ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, თუმცა ეს ვიტორიელებს გამარჯვებისთვის არ ეყოთ. თორნიკე შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32:02 წუთში 13 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 5 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
„ბასკონიას“ 14 ტურის შემდეგ 7-7 მოგება-წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 დეკემბერს, სტუმრად, „სარაგოსასთან“ ჩაატარებს.