შენგელიას გუნდმა ევროლიგის პლეი ოფი გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
შენგელიას გუნდმა ევროლიგის პლეი ოფი გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-მ პლეი ოფში პირველი მატჩი გამართა. მეოთხედფინალურ ეტაპზე მოსკოველების მეტოქე იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი თურქული „ფენერბაჰჩე“ იყო, რომელიც 92:76 დაამარცხა.

გამთამაშებლის მაიკ ჯეიმსის გუნდიდან წასვლის შემდეგ უკანა ხაზში ლიდერობა დანიელ ჰაკეტმა იკისრა, რომელმაც 20 ქულას მოუყარა თავი, ამდენიმე ქულა ჰქონდა ვილ კლაიბერნს. მატჩის ბომბარდირი კი „ფენერის“ ფრანგი ლეგიონერი ნანდო დე კოლო გახდა – 27 ქულა.

თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 21 წუთი, 6 ქულა (6-დან 3 ორქულიანი), 2 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

ევროლიგის მეოთხედფინალური სერიები სამ მოგებამდეა. ცსკა და „ფენერბაჰჩე“ მომდევნო მატჩს ისევ მოსკოვში 23 აპრილს ითამაშებენ.