ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურის ცენტრალური მატჩი ვიტორაიში გაიმართა, სადაც „ბასკონიამ“ მოქმედი ჩემპიონი „ვალენსია“ მიიღო.
ფერნანდო ბუესას სახელობის დარბაზში გამართული მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. მთავარი მოვლენები ბოლო მეოთხედში განვითარდა.
თანაბარი თამაშის უკანასკნელი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბასკური კლუბის ოთხქულიანი გამარჯვებით, ანგარიშით 78-74 დასრულდა.
„ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა ცხრა ქულითა და ოთხი შედეგიანი გადაცემით დაასრულა თამაში. აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელიამ საკუთარი ცხრა ქულიდან ბოლო ორი ტყორცნა გადამწყვეტ მომენტებში ჩააგდო.
გამარჯვებულ გუნდს ჯეისონ გრეინჯერმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა გააკეთა. ორმაგი დუბლი შეასრულა, ვინსენ პორიემ. ფრანგი ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა და 10 მოხსნაა. პედრო მარტინესის გუნდმა, ამ მოგების შემდეგ, „ლიგა ენდეზაში“ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა და მომდევნო ტურში სტუმრად „ტენერიფეს“ დაუპირისპირდება.