შენგელიას 9-კაციანმა გუნდმა „ფენერბაჰჩე“ დაამარცხა
შენგელიას 9-კაციანმა გუნდმა „ფენერბაჰჩე“ დაამარცხა

ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა, მისმა გუნდმა „ქონიასპორმა“ კი თურქული საკლუბო ფეხბურთის გრანდი „ფენერბაჰჩე“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

25 წლის ქართველი თავდამსხმელი „ქონიასპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და თითქმის სრულად ითამაშა – ის ბოლოს, 87-ე წუთზე შეცვალეს. „ქონიასპორმა“ შეხვედრა რიად ბაიჩის მიერ 41-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო 1:0.

აღსანიშნავია, რომ „ქონიასპორს“ მთავარმა არბიტრმა 67-ე წუთზე მოთამაშე გაუგდო, ხოლო 9 წუთში წითელი ბარათი შენგელიას კიდევ ერთ თანაგუნდელს აჩვენეს. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება და 3 ქულის მოპოვება მაინც შეძლეს.

ქონიასპორმა“თურქეთის სუპერ ლიგაში გამართული 26 ტურის შემდეგ 26 ქულა დააგროვა და მეორე წრეში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. გუნდი ბოლო პოზიციებიდან მე-13 ადგილზე დაწინაურდა. თუმცა, მდევრებს მხოლოდ ქულით უსწრებს.