შენგელიას 8 ქულა და გამარჯვება თურქეთში, იგორ კოკოშკოვის „ფენერბაჰჩესთან“ (ვიდეო)

ევროლიგის მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 77:78 მოიგო. შეგახსენებთ, რომ „ფენერს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე არასრული 27 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ ოთხივე სამქულიანი ააცილა და ბურთი ორჯერ დაკარგა. მოსკოვურ გუნდში ყველაზე მეტი 26 ქულა ვილ კლაიბერნის ანგარიშზეა.

ფენერბახჩეს“ რიგებში 21 ქულით საუკეთესო ნანდო დე კოლო იყო. 18 ქულით დაასრულა მატჩი ჯარელ ედიმ.

ცსკა-ს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, შემდეგ ტურში კი „ბერლინის ალბას“ უმასპინძლებს.

 

14 ოქტომბრის შედეგები

მაკაბი-ბაიერნი 82:85

ოლიმპიაკოსი-მილანო 86:75

რეალი-ხიმკი 94:85