თორნიკე შენგელიამ 26 ქულა დააგროვა წაგებულ მატჩში, რომელიც „ბასკონიამ“ „ფუენლაბრადასთან“ გამართა.
ვიტორიულმა კლუბმა საკუთარ არენაზე უმასპინძლა აუტსაიდერს და მეტოქესთან მოულოდნელად 80-92 წააგო. საქართველოს ნაკრებს ლიდერმა 26 ქულა დააგროვა. თორნიკემ 16-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა.
26 ქულასთან ერთად შენგელიას აქტივში 8 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა. „ბასკონიას“ ბოლო ჩატარებული 7 მატჩიდან 5 აქვს წაგებული. შენგელიას გუნდს უახლოესი მატჩი ევროლიგაზე 20 ნოემბერს „ცსკა“-სთან ელის. მატჩი ვიტორიაში გაიმართება.