თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგაზე 22-ე მატჩი ბერლინში „ალბას“ წინააღმდეგ გამართა და მე-16 გამარჯვება მოიპოვა. წარმატებაში ლომის წილი დაიდო ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ბოლო პერიოდში შეუჩერებელი იყო.
ანგარიშზე 65:67 მან ორქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელები ორი ქულით დააწინაურა. გერმანელმა მაოდო ლომ სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 68:69. გადამწყვეტი შენგელიას ზუსტი საჯარიმოები გამოდგა: სირენამდე 9 წამით ადრე მან ორივე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა და საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 71:68 ცსკა-ს სასარგებლოდ.
თოკოს სტატისტიკა ასეთი იყო: 26 წუთი, 20 ქულა (7/5 ორქულიანი, 3/2 სამიანი, 6/4 საჯარიმო), 3 პასი, 2 ჩაჭრა, თითო მოხსნა-დაფარება. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა.
მატჩში არ მიუღია მონაწილეობა ცსკა-ს გამთამაშებელ მაიკ ჯეიმსს რომელიც გასახდელში მომხდარი ინციდენტისთვის გუნდიდან მოკვეთეს.