შენგელიას 19 ქულა და 8 მოხსნა „ცრვენა ზვეზდასთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)
საკალათბურთო ევროლიგაზე ზედიზედ ორი განცდილი მარცხის შემდეგ, თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა კი ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ვიტორიულმა გუნდმა მეტოქეს 64-72 სძლია.
„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 37:34 წუთში თორნიკემ 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა 4-დან 3 სამქულიანი და 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. მისი სარგებლიანობის ინდექსი 18 იყო.
6 მოგებითა და 7 მარცხით „ბასკონია“ 18-გუნდიან ევროლიგაში მე-9 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ვიტორიელები 17 დეკემბერს, სტუმრად ვალენსიაში გამართავენ.