შენგელიას 16 ქულა და ბასკონიას მარცხი მიუნჰენში [ვიდეო]
შენგელიას 16 ქულა და ბასკონიას მარცხი მიუნჰენში [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაზე მეოთხე ტურის ხუთი შეხვედრა დასრულდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს, „ბაიერნის“ და „ბასკონიას“ მატჩი იწვევდა. თორნიკე შენგელიას გუნდი, წყვლის ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ბაკსებმა ეს სტატუსი ვერ გაამართლეს. შენგელიას მორიგი შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავად, „ბასკონიამ“ 71-77 წააგო.

სტუმრთა ქართველმა კაპიტანმა, „აუდი ცენტრში“ გამართულ დაპირისპირებაში, 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი გააკეთა, სარგებლიანობის ინდექსით, (29) თორნიკეს, ორივე გუნდის რიგებში, საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

პირველ ტაიმში 11 ქულიან ჩამორჩენას, ვიტორიელებმა ვერაფერი მოუხერხეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ეპიზოდში ხუთ ქულამდე მიახლოვება შესძლეს. ორმაგი დუბლი გაიფორმა ვინსენ პუარიემ. ფრანგმა ცენტრმა, 24 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ბავარიელთა შემადგენლობაში, დერეკ უილიამსი იყო საუკეთესო 22 ქულით. ამ შედეგის შემდეგ, „ბასკონია“ ერთი მოგებით და სამი მარცხით, აუტსაიდერთა შორისაა. პედრო მარტინესის გუნდი, მეხუთე ტურში, საკუთარ მოედანზე, სტამბოლის „დარუშაფაკას“ უმასპინძლებს.

რეალი-ბუდუჩნოსტო 89-55
ოლიმპიაკოსი-მაკაბი 88-80
ეფესი-ფენერბახჩე 89-83
მილანი-ხიმკი 81-80