შენგელიას 15 ქულა და MVP - „ვირტუსმა“ ევროლიგაზე „ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგაზე 22-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და ანგარიშით 84:72 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი იტალიური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, 26.12 წუთი ითამაშა და მატჩის MVP-იც გახდა. მან ამ დროში 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 8-იდან 5 ორქულიანი და 6-იდან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.
შენგელიაზე უკეთესი მაჩვენებელი ორივე გუნდის მხრიდან მხოლოდ „ცრვენა ზვეზდას“ ლუკა ვილდოზას ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა და 3 პასი დააგროვა.
22 მატჩის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 10 მოგება და 12 წაგება აქვს, იტალიური გუნდი ამ შედეგით მე-12 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას თორნიკე შენგელია „ლიონთან“ გამართავს.