შენგელიას 14 ქულა ფინალში - თორნიკეს გუნდი სერიაში დაწინაურდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგის ფინალში პირველი შეხვედრა გამართა. მოსკოვური გუნდი ყაზანში „უნიქსს“ ესტუმრა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში დაწინაურდა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 23 წუთი ითამაშა. შენგელიამ ამ დროში 14 ქულის, 2 მოხსნის, 3 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. ის ძალიან მაღალი პროცენტით ისროდა და თამაშიდან 8-დან 6 ბურთის ჩაგდება მოახერხა (6-დან 5 ორქულიანი), საჯარიმოს ხაზიდან კი 6-ჯერ ისროლა და 4-ჯერ ზუსტად.
ცსკა-მ უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, როცა მეტოქეს 11 ქულით გაექცა, მესამე მეოთხედში კი ეს სხვაობა 19-მდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ „უნიქსმა“ ბოლო პერიოდში 11 ქულით მოუგო, სხვაობა მაინც დიდი იყო და თორნიკეს გუნდმა 85:77 მოიგო. მატჩში საუკეთესო 19 ქულითა და 8 მოხსნით კლაიბერნი იყო.
ფინალური სერიის შემდეგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.