საკალათბურთო ევროლიგაზე მომდევნო, რიგით მე-12 შეხვედრა დათმო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიული გუნდი სტუმრად სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით 72:66 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 36,57 წუთში თორნიკემ 13 ქულა, 6 მოხსნა და 6 გადაცემა დააგროვა. რუსული გუნდის რიგებში საუკეთესო 19 ქულით ვილ ტომასი გამოდგა.
19 ტურის შემდეგ „ბასკონიას“ 7 მოგება და 12 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 13-14 ადგილებს „ოლიმპიაკოსთან“ ინაწილებს. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 17 იანვარს სტუმრად მოსკოვის „ცეესკა“-სთან ჩაატარებს.
ცრვენა ზვეზდა-ჟალგირისი 70:76
პანათინაიკოსი-ბაიერნი 98:83