შენგელიას 12 ქულა ყოფილ გუნდთან - „ვირტუსმა“ „ბასკონია“ დაამარცხა #1TVSPORT
შენგელიას 12 ქულა ყოფილ გუნდთან - „ვირტუსმა“ „ბასკონია“ დაამარცხა #1TVSPORT

თორნიკე შენგელიამ ნიდერლანდების ნაკრებთან ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ „ვირტუს ბოლონიის“ შემადგენლობაში ევროლიგაზე ითამაშა, სადაც თავის ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ უმასპინძლა და 86-81 მოუგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 18:33 წუთი ითამაშა და ამ დროში 12 ქულის, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. მან 5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა.

რაც შეეხება შეხვედრას, „ვირტუსმა“ პირველი მეოთხედი 16-19 წააგო, მაგრამ დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედიც იტალიური გუნდის აქტივში იყო და, საბოლოო ჯამში, 6 ქულით გაიმარჯვა.

25 ტურის შემდეგ თორნიკე შენგელიას გუნდს 12 მოგება და 13 წაგება აქვს, „ვირტუს ბოლონია“ მე-12 ადგილზე იმყოფება.