შენგელიას 12 ქულა გადამწყვეტ მატჩში - თორნიკეს გუნდი ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგის მეოთხედფინალში „ნიჟნი ნოვგოროდის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი მატჩი გამართა, მეტოქე 79:75 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
პირველი ტაიმი შედარებით უფრო თანაბრად მიმდინარეობდა და მოსკოვურმა გუნდმა მხოლოდ 2 ქულით მოახერხა წინ გასვლა. მესამე მეოთხედი „ნიჟნი ნოვგოროდმა“ ხუთი ქულით მოიგო და ბოლო პერიოდში სამქულიანი უპირატესობით გავიდა. საბოლოო ჯამში, თორნიკეს გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 7 ქულით მოიგო და დაძაბულ ბრძოლაში შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთი და 21 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 12 ქულის და 3 მოხსნის დაგროვება მოასწრო. თორნიკემ თამაშიდან 10-დან 4 სროლა გამოიყენა და ოთხივე საშუალო დისტანციიდან, 6-დან 4 კი საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი შენგელიას თანაგუნდელი, დანიელ ჰაკეტი აღმოჩნდა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა.