შენგელიას 11 ქულა და გამარჯვება „ლოკომოტივთან“ (ვიდეო)

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე ყუბანის „ლოკომოტივი“ 94:80 დაამარცხა.

ამავე შეჯიბრებაში მოსკოველები პერმის „პარმასთან“ დამარცხდნენ, რასაც ევროლიგაზე „ბარსელონასთან“ ესპანეთში წაგება მოჰყვა. ცსკა-ს კალათბურთელებმა ვერც ყუბანელებთან მატჩი დაიწყეს სათანადოდ, პირველ მეოთხედში 17:25 ჩამორჩნენ, თუმცა მეორე პერიოდშივე მოახერხეს გარდატეხის შეტანა (31:23) და მეორე ტაიმში გამარჯვებულის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დამდგარა.

თორნიკე შენგელია ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში იყო, მატჩი 11 ქულით, 5 მოხსნითა და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა. მის ანგარიშზე 4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმოა. ეს ყველაფერი თოკომ 17 წუთში ჩატია.

ცსკა-ს ბომბარდირი 18 ქულით გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი გახდა.

მოსკოვური კლუბი მომდევნო შეხვედრას ევროლიგაზე ისრაელის “მაკაბის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება.