შენგელიას 10 ქულა „ნიჟნი ნოვგოროდთან“ გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგის მეოთხედფინალში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ სერიის მეორე მატჩი გამართა და 72:76 დამარცხდა. მოსკოველებს პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1) და ნახევარფინალისტის ვინაობას მესამე მატჩი გამოავლენს.
მეორე შეხვედრაში მცირე უპირატესობით, თუმცა თითქმის მთელი მატჩი წინ იყო „ნიჟნი ნოვგოროდი“. საბოლოოდ შეხვედრა მის სასარგებლოდ დასრულდა.
თორნიკე შენგელიას 10 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი სრული სტსტისტიკა ასეთი იყო: 26 წუთი, 6-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 საჯარიმო, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.
სერიის მესამე გადამწყვეტი მატჩი 16 მაისს ცსკა-ს მოედანზე გაიმართება.