შენგელიამ „ზენიტთან“ ნახევარფინალში 9 ქულა დააგროვა - თორნიკეს გუნდი სერიაში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
შენგელიამ „ზენიტთან“ ნახევარფინალში 9 ქულა დააგროვა - თორნიკეს გუნდი სერიაში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ზენიტთან“ მორიგი შეხვედრა გამართა და 96:82 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთი და 14 წამი ითამაშა და 9 ქულის დაგროვება მოასწრო. გარდა ამისა, შენგელიას ანგარიშზე 5 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. თორნიკემ თამაშიდან 9 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.

 

მოსკოვური გუნდი მეტოქეს ბოლო მეოთხედამდე 6 ქულით უგებდა, მეოთხე პერიოდში კი სხვაობა 14 ქულამდე გაზარდა და სერიაში დაწინაურდა 2:1. თორნიკეს გუნდიდან საუკეთესო 24 ქულით კლაიბერნი იყო. 16 ქულა ჰქონდა ჰაკეტს.

შემდეგი შეხვედრა 24 მაისს გაიმართება.