ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ლევან შენგელიას „ლეუვენი“ „სენტ-ტრუიდენს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა გუნდთან, სადაც 6 იაპონელი ფეხბურთელი თამაშობს – შეხვედრის ბედი სწორედ მათ გადაწყვიტეს.
სამწუხაროდ, ქართველი თავდამსხმელი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე იყო და „ლეუვენის“ მწვრთნელმა მოედანზე მხოლოდ შეცვლაზე შეიყვანა. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ბელგიურ კლუბში 15 მატჩი ჩაატარა, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა.
შენგელია მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-19 წუთზე „სენტ-ტრუიდენის“ იაპონელმა ლეგიონერმა ტაიტი ჰარამ გახსნა. „ლეუვენმა“ თამაში 10 კაცით დაასრულა – 88-ე წუთზე შეხვდრის არბიტრმა მოედნიდან კრისტიან მალინოვი გააძევა.
„სენ ტრუიდენმა“ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა – 90+4-ე წუთზე სტუმართა კარი კიდევ ერთმა იაპონელმა ფეხბურთელმა, დაიჩი ჰაიაშიმ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1.
28 ტურის შემდეგ „ლეუვენი“ 36 ქულით მე-12 ადგილზეა. მაგრამ ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს ჩასატარებელი და თეორიულად, სამი საფეხურით დაწინაურება შეუძლია.