თორნიკე შენგელიამ ახალ სეზონში მირველი ტიტული მოიგო – ვითიბი ლიგის სუპერთასი.
გათამაშებაში გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. შენგელიას ცსკა ნახევარფინალში კრასნოდარის „ლოკომოტივ-ყუბანს“ დაუპირისპირდა და 91:78 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მის ანგარიშზე 5 ქულა, 2 პასი და ამდენივე ჩაჭრაა. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ცსკა-ში 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 16 ქულით საუკეთესო მარიუშ გრიგონისი გახლდათ.
ფინალში, რომელიც მოსკოველთა მეტოქე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ იყო, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ყაზანის „უნიქსს“ 83:76 აჯობა.
ცსკა-მ პეტერბურგელებთან მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და ასევე დაასრულა. შენგელიას გუნდმა პირველი პერიოდი 21:10 მოიგო, ხოლო საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობით იმარჯვა – 81:73.
ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე იყო და 18 წუთში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა: 7 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.