ლევან შენგელიამ ეფექტური გოლი გაიტანა საბერძნეთის ჩემპიონატში, მაგრამ ამით „პანეტოლიკოსს” ვერ უშველა, რომელიც „ვოლოსს“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.
ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ვოლოსს“ მე-7 ტურში უმასპინძლა და 3 ქულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა. ანგარიში მე-4 წუთზე შენგელიამ გახსნა, 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა (72 წუთი ითამაშა) ბურთი მოედნის ცენტრთან მიიღო, კარიდან გამოსული მეკარე დაინახა და დაახლოებით 40 მეტრიდან გაიტანა.
მე-16 წუთზე ნადრი დაგომ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, მაგრამ „პანეტოლიკოსმა“ ასეთი კომფორტული უპირატესობის შეინარჩუნება და ქულის მოპოვებაც კი ვერ შეძლო. „ვოლოსმა“ პირველივე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში გამარჯვების გოლის გაიტანა და საბოლოოდ, 2:3 მოიგო.
„პანეტოლიკოსმა” სამეულში დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა და 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-5 ადგილზეა. ლევან შენგელიამ კი საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მე-2 გოლი გაიტანა.