შენგელიამ „პანათინაიკოსთან“ 16 ქულა მოაგროვა და 24-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მიმდინარე სეზონში მეთვრამეტე მატჩი გამართა და მე-11 გამარჯვება მოიპოვა. თორნიკეს ცსკა ათენში „პანათინაიკოსს“ ესტუმრა და შანსი არ დაუტოვა – 98:74.
შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ოქმში ოთხი ოთხიანი ჩაიწერა: 20 წუთში მას 4 პასი, 4 მოხსნა, 4 შეცდომა ჰქონდა, მეტოქეებს კი წესების დარღვევა ოთხჯერ აიძულა. ოთხჯერ ოთხი ხომ თექვსმეტია, ჰოდა ქართველმა ფორვარდმა მატჩი 16 ქულითა და ასეთივე (16) სარგებლიანობის კოეფიციენტით დაასრულა.
მის გუნდში უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჰქონდა – 17 ქულა, 26 მქკ.