შენგელიამ „პანათინაიკოსი“ ათენში დაამარცხა (ვიდეო)
შენგელიამ „პანათინაიკოსი“ ათენში დაამარცხა (ვიდეო)

ევროლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი, თორნიკე შენგელია იცავს. მოსკოველები ათენში „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 89:83 სძლიეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 15:48 წუთი გაატარა და თავი 6 ქულას, 4 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა. თორნიკემ 4-დან 2-ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

ცსკა-ს 4 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა. რუსული კლუბი გათამაშების მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ მასპინძლობს. ცსკა-სა და „ბასკონიას“ მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.

 

gbf.ge