შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში მარკოიშვილის ყოფილ გუნდს სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიამ  ბოლონიის „ვირტუსში“ მე-4 მატჩი გამართა. იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში ბოლონიელებმა მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ კლუბ „რეჯანას“ უმასპინძლეს და 78:70 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, 25 წუთში გუნდს 15 ქულა მოუტანა. ამ მაჩვენებლით თორნიკე მოედანზე მხოლოდ თანაგუნდელ კაილი უიმსს ჩამორჩა (26 ქულა).

ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრაც.  თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსს“ 19 მოგება და 3 მარცხი აქვს, ზუსტად ასეთივე შედეგი აქვს პირველ ადგილზე მყოფ „ოლიმპია მილანოს“. 3 აპრილს თორნიკე შენგელიას გუნდი პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ „ტრიესტეს“ ესტუმრება.