ევროლიგის 31-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ესტუმრა და 12 ქულის სხვაობით დაამარცხა – 86:74.
მატჩის ბომბარდირი თოკოს გერმანელი თანაგუნდელი იოჰან ვოიტმანი გახდა, რომელმაც 22 წუთში 3-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და მატჩი 21 ქულით დაასრულა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 28 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გაიფორმა. მან 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ცსკა-ს ევროლიგაზე 21 მატჩი აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს „ხიმკისთან“ გამართავს.