ევროლიგის ახალი გათამაშება თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მილანში „არმანისთან“ მატჩით გახსნა. კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ მოსკოველებმა უპირატესობა მასპინძლებს დაუთმეს და საბოლოოდ 74:84 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 23 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მილანელი შეივონ შილდსი გახდა, რომელმაც 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.
ცსკა ევროლიგაზე მეორე მატჩს 6 ოქტომბერს სტუმრად სტამბოლში, „ეფესის“ წინააღმდეგ გამართავს.