ესპანეთის ჩემპიონატში პლეი ოფის ეტაპი დაიწყო და მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი გამართეს თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ და გიორგი შერმადინის „უნიკახამ“.
პირველი სამი მეოთხედი თანაბარი ბრძოლა იყო და „ბასკონია“ მხოლოდ სამი ქულით იყო წინ, მაგრამ ბოლო მეოთხედში 14 ქულა მოიგო და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 87:70. მომდევნო შეხვედრა 29 მაისს „უნიკახას“ მოედანზე გაიმართება.
შენგელიამ 21 წუთი და 33 წამი ითამაშა და ხუთი ქულა, ერთი მოხსნა და სამი პასი დააგროვა. გიორგი შერმადინის მონაგარი 16 წუთსა და 52 წამში ხუთი ქულა, ხუთი მოხსნა და ორი პასი იყო.
მატჩის წინ თორნიკე შენგელიას სეზონის სიმბოლური ხუთეულის წევრისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა.