თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში ლევან შენგელიას გუნდი, „კონიასპორი“ გასვლაზე „ალანიასპორს“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების თავდამხხმელი კი განაცხადშიც არ ყოფილა.
გამოცემა yenimeram-ის ცნობით, შენგელია გუნდს უკვე დაუბრუნდა და საერთო ჯგუფში ვარჯიშობს.
„საფეხბურთო კლუბ „კონიასპორში“ ტრავმირებული და დაინფეცირებული ფეხბურთელების რაოდენობა სწრაფად მცირდება. გუნდს დაუბრუნდა ლევან შენგელია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე კორონავირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ამჯერად, მის ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო, კონიაში ჩავიდა და ვარჯიში ინდივიდუალურად დაიწყო“, – წერს თურქული გამოცემა.
ლევან შენგელიას თითქმის ორი კვირა გაუცდა და აქედან გამომდინარე, ფიზიკური კონდიციების აღდგენა ესაჭიროება. „ალანიასპორთან“ მატჩი სწორედ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ითამაშა. მაგრამ, დიდი ალბათობით, გუნდს შენგელია შემდეგ კვირას, 5 დეკემბერს „ერზურუმსპორთან“ შეხვედრამდე დაუბრუნდება.