შენგელია ფორმას უბრუნდება - იოლი დასაწყისის რთული დასასრული თელ-ავივში [ვიდეო]
08:40, 03.03.2021
ევროლიგის 27-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ თელ-ავივში „მაკაბი“ დაამარცხა. მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმას ნელ-ნელა უბრუნდება.
მატჩი ცსკა-სთვის იოლად დაიწყო და რთულ ბრძოლაში დასრულდა. არმიელებმა პირველი და მეორე პერიოდები დამაჯერებლად მოიგეს, 18 ქულით დაწინაურდნენ და დიდ შესვენებაზე მშვიდად გავიდნენ. მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და მეტი დრო რომ ჰქონოდათ, შეიძლება ემარჯვათ კიდეც. საბოლოოდ ცსკა-მ შეინარჩუნა მოპოვებული ლიდერობა და 84:80 იმარჯვა.
შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. არმიელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო უილ კლაიბერნი, ხოლო მაკაბელთაგან 14 ქულითა და 10 მოხსნით ოტელო ჰანტერი გამოირჩა.
მოსკოვის ცსკა-ს 26 მატჩიდან 16 მოგება აქვს და მე-2 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდს მხოლოდ „ბარსელონა“ უსწრებს 17 გამარჯვებით. 4 მარტს ცსკა თურქეთში „ეფესს“ ესტუმრება.