შენგელია - 9, ჯენინგი – 12 და ბასკონიას 50-ქულიანი გამარჯვება
შენგელია - 9, ჯენინგი – 12 და ბასკონიას 50-ქულიანი გამარჯვება

ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხ ტურში, თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ იოლი გამარჯვება მოიპოვა. ბასკურმა კლუბმა სტუმრად „ფუენლაბრადა“ 50 ქულით – 110:60 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ეს ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მესამე ყველაზე დიდსხვაობიანი გამარჯვება.

პირველი პერიოდი ბასკონიელებმა 31:7 მოიგეს, ხოლო მეორე – 32:17. მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გადაწყდა, რაც გახდა კიდეც გუნდის ლიდერების დასვენების მიზეზი. თორნიკე შენგელია მოედანზე 19:14 წუთით გამოჩნდა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო 4 სამიანიდან 3 ჩააგდო.

მხოლოდ სამქულიანებით შემოიფარგმა მეტ ჯენინგსიც, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და გასულ მატჩებში ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსება დაიცვა. ჯენინგმა 8-დან 4 სამიანი მიითვალა, 1 ორიანი კი ააცილა.

4 ტურის შემდეგ „ბასკონიას“ სამი მოგება აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში შენგელიას გუნდი „მურსიას“, 21 ოქტომბერს უმასპინძლებს.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია – GBF.GE