გამოქვეყნდა საქართველო და საფრანგეთის 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებების შემადგენლობები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში „თენგიზ ბურჟანაძე არენაზე” შეხვებიან.
საქართველო U21: გუგეშაშვილი (კ.), ბერიაშვილი, ასათიანი, ანდრონიკაშვილი, ტაბატაძე, სამურკასოვი, კუცია, დარცმელია, აზაროვი, სპანდერაშვილი, არდაზიშვილი
საფრანგეთი U21: ლაფონი, კამარა, ნორდენი, კაკერე, დიაბი, გენდუზი, კუნდე, დაგბა, რეინ-ადელაიდი (ლ), გუირი, მაუასა
მთავარი არბიტრი: დუიე სტრუკანი (ხორვატია)
კორონავირუსის გამო უეფას მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის და მას მხოლოდ მედია და მატჩზე აკრედიტირებული სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩს გულშემატკივარი საქართველოს პირველ არხზე იხილავს – შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი 21:00 საათზე დაიწყება.