შემადგენლობა, რომლითაც ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ბათუმში გვესტუმრება #1TVSPORT
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლი კარსლიმ დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს, შემდეგ კი ბათუმში საქართველოს ახალგაზრდულ შემადგენლობას დაუპირისპირდება.
ახალგაზრდა ლომები ახალგაზრდული ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩს ხუთშაბათს, 11 ნოემბერს, ბარნლის „ტურფ-მურზე“ გამართავენ ჩეხეთის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროისთვის ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს. შემდეგ გუნდი ბათუმში გაემგზავრება, სადაც სამშაბათს, 16 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს საქართველოსთან გამართავს.
ამჟამად 53 გუნდი იბრძვის 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში 14 ადგილიდან ერთ-ერთისთვის, სადაც მასპინძელი საქართველო და რუმინეთი ავტომატურად მოხვდნენ.
ფინალურ ტურნირზე ცხრა ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი 2022 წლის სექტემბერში დარჩენილი ოთხი ადგილისთვის იბრძოლებს.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ჯო ბურსიკი (სტოკი), ეთან გრინი (სენტ-ეტიენი), ჯოშ გრიფოთსი (ლინკოლმ სიტი).
მცველები: მაქს აარონი (ნორვიჩი), ჩარლი კრესველი (ლიდსი), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ტეილორ ჰერვუდ-ბელისი (ანდერლეხტი), ჯეიმს ჰილი (ფლიტფუდ თაუნი), ვალენტინო ლივრამენტო (საუთჰემპტონი), ლუკ ტომასი (ლესტერი).
ნახევარმცველები: ტომი დოილი (ჰამბურგი), კონორ გალაჰერი (კრისტალ პალასი), ჯიმი გარნერი (ნოტინგემი), მორგან გიბ უაითი (შეფილდ იუნაიტედი), ჯეიკობ რემსი (ასტონ ვილა), ოლივერ სკიპი (ტოტენჰემი).
თავდამსხმელები: ფოლარინ ბალოგუნი (არსენალი), რაიან ბრიუსტერი (შეფილდ იუნაიტედი), ანხელ გომესი (ლილი), ენტონი გორდონი (ევერტონი), კოულ პალმერი (მანჩესტერ სიტი), ემილ სმიტ-როუ (არსენალი).