შემადგენლობა ცნობილია - კოსოვოს მხარე საქართველოსთან მატჩისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT
შემადგენლობა ცნობილია - კოსოვოს მხარე საქართველოსთან მატჩისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ორ მატჩს გამართავს. 12 ოქტომბერს მეორე შეხვედრა კოსოვოს მხარესთან არის დაგეგმილი, რომელსაც ვილი სანიოლის გუნდი გასვლაზე ჩაატარებს,

კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარ შალანდემ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 ოქტომბერს შვედეთთან, ხოლო 12-ში საქართველოსთან დაპირისპირებისთვის მოემზადებიან.

მეკარეები: არიანეტ მურიჩი („ადანა დემიერსპორი“), სამირ უიკანი („ემპოლი“), ვისარ ბეკა („ტირანა“)

მცველები: მიერგიმ ვოივოდა („ტორინო“), ამირ რაჰმანი („ნაპოლი“), ფლორენტ ჰადერგონაი („ქასიმფაშა“), ფიდან ალიტი („ციურიხი“), იბრაჰიმ დრეშევიჩი („ჰერენვენი“), ბეტიმ ფაზლი („სენტ-გალენი“), მირლინდ კრეიზუ („ციურიხი“), დავიდ დომიონი („ლუცერნი“), ლირიმ რ. კასტრატი („უიშპეტი“)

ნახევარმცველები: ჰეროლინ შალა („ერზურუმი“), ბესარ ჰალიმი („რიგა“), ბერსად სელინა („იფსვიჩი“), მილოტ რაშიცა („ნორვიჩი“), ელბასან რაშანი („კლერმონი“), ფლორიან ლოშაი („კრაკოვია“), ფლორენტ მუსლიაი („ჰანოვერი“), ზიმერ ბითიქი („ქონიასფორი“), ლირიმ მ. კასტრატი („ლეგია“), ტონი დომიონი („ვიტესი“)

თავდამსხმელები: ვედად მურიქი („ლაციო“), ასტრიტ სელმანი („ჰამარბი“)

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩი კოსოვოს მხარესა და საქართველოს ნაკრებებს შორის 12 ოქტომბერს, პრიშტინაში გაიმართება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება – მატჩის პირდაპირ ტელერეორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).