შელიას დისკვალიფიკაცია გაუუქმეს, „რუბინი“-„ახმატის“ მსაჯი დასაჯეს #1TVSPORT
შელიას დისკვალიფიკაცია გაუუქმეს, „რუბინი“-„ახმატის“ მსაჯი დასაჯეს #1TVSPORT

ქართველ მეკარე გიორგი შელიას დისკვალიფიკაცია გაუუქმეს, ხოლო მატჩის არბიტრი დასაჯეს. ეს რუსეთის საფეხბურთო კავშირის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები იქნება გამოყენებული მსაჯებისთვის, რომლებიც მე-3 ტურში „ახმატი“-„რუბინის“ (1:2) მატჩზე მუშაობდნენ.

„არბიტრი პაველ კუკუიანი, რომელმაც შეცდომა დაუშვა „რუბინი“-„ახმატის“ მატჩში, დაისჯება. რა თქმა უნდა, VAR–ის ნახვის შემდეგ შეცდომა დაუშვა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი იყო”, – თქვა მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა​.

პაველ კუკუიანმა შელია საჯარიმო მოედნის გარეთ „რუბინის“ შემტევის წაქცევისთვის გააძევა. გადაწყვეტილების მისაღებად მსაჯმა ვიდეოგამეორება გამოიყენა. ამის შემდეგ „რუბინმა“ „ახმატს“ ორი გოლი გაუტანა და 2:1 მოიგო.

მსაჯის დასჯის შემდეგ, რუსეთის საფეხბურთო კავშირის სამსაჯო კომიტეტმა „ახმატის“ ქართველი მეკარის გიორგი შელიას დისკვალიფიკაცია შეცდომად აღიარა და შესაბამისად, წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია გააუქმა.