შეკრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსთან (17 ივნისი) და შოტლანდიასთან (20 ივნისი) მატჩებისთვის თბილისში მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო.
„დინამო თბილისის“ ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში თერთმეტი ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი აზაროვი, ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. ლეგიონერების ნაწილი და ეროვნული ლიგიდან გამოძახებული მოთამაშეები ნაკრებს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელია გამოძახებული.
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი“), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა).
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“ ბათუმი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ლევან შენგელია („პანეტოლიკოსი“, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ქარაგუმრუქი“, თურქეთი).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ, კვიპროსი).
მატჩების განრიგი
17 ივნისი
22:45 | კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი
22:45 | შოტლანდია – საქართველო
ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მატჩების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.