შეკრების მესამე დღე - კვარაცხელია ისევ ინდივიდუალურად ემზადება, დებიუტანტ კუხიანიძეს დღეს არ უვარჯიშია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში შეკრებას განაგრძობს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ნაკრები უკვე ორი დღეა, ჯერ არასრული შემადგენლობით, 22 ფეხბურთელით ვარჯიშობს.
ამხანაგური მატჩებისთვის კვლავ ინდივიდუალური პროგრამით სამი ფეხბურთელი ემზადება – გურამ კაშია, ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე. წინა დღეს ასეთი სულ შვიდი მოთამაშე იყო, მაგრამ უკვე გუნდს შეუერთდნენ ოთარ კიტეიშვილი, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი აზაროვი და გოგა ჩაბრაძე. ეროვნული ნაკრების დებიუტანტს, სერგო კუხიანიძეს კი გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ოთარ კაკაბაძე თბილისში 26 მაისს ჩამოვა, გიორგი აბურჯანია და გურამ გიორბელიძე ნაკრებს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.
რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრების ძირითად ეტაპს, საქართველოს ნაკრები „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გაივლის, პირველ ივნისს კი ეროვნული გუნდი რუმინეთში გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ამხანაგური მატჩების განრიგი
2 ივნისი | 22:45 – პლოიეშტი
რუმინეთი – საქართველო
6 ივნისი | 20:00 – ენსხედე
ნიდერლანდები – საქართველო