შეხვედრა ყოფილ კლუბთან - გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის თასიდან გავარდა #1TVSPORT
შეხვედრა ყოფილ კლუბთან - გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის თასიდან გავარდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის თასზე ლიგა 2-ის „მეცის“ შემადგენლობაში თავისი ყოფილი კლუბის, ლიგა 1-ის „ლიონის“ წინააღმდეგ ითამაშა, 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალური შეხვედრა ლიონში გაიმართა. გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მან 61-ე წუთამდე ითამაშა, როდესაც მასპინძლები 1:0-ის იგებდნენ.

„ლიონმა“ ანგარიში გიორგის მოედნიდან გასვლამდე ერთი წუთით ადრე, ბრედლი ბარკოლას დარტყმით გახსნა. სულ რაღაც სამ წუთში (63-ე წუთზე) „მეცის“ შემტევმა, აბდული იალოუმ წონასწორობა აღადგინა.

მასპინძლებმა მიზანს 77-ე წუთზე, მაინც მიაღწიეს – „მეცის“ მცველმა, ფალი კანდემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში „ლიონი“ ითამაშებს 2:1.

გიორგი მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და რამდენიმე წელი „ლიონის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, „მეცში“ კი 2017 წელს გადავიდა.